სიახლები

28-03-2019 ქვახვრელის და უფლისციხის მოსწავლეები სტუმრად საბუნებიმეტყველო კლუბში

კლუბის სტუმარმა მოსწავლეებმა ხიდისთავის საბუნებისმეტყველო კლუბის მოსწავლეთა დახმარებითა და ჩემს მიერ 2წინასწარ გაწერილი ინსტრუქციის გამოყენებით თავად განახორციელეს მარტივი ექსპერიმენტები, რითაც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. პროექტი "გახდი აღმომჩენი" ეს არის შანსი, იმ მეგობარი სკოლების მოსწავლეთათვის, რომლებსაც არ აქვთ მსგავსი ტიპის ლაბორატორიული აღჭურვილობით სარგებლობის საშუალება. პროექტი სწორედ ამიტომ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ღირებულებას.ჩვენი პროექტი ხელს უწყობს არა ერთი სკოლის მოსწავლეების, არამედ რამოდენიმე მეგობარი სკოლების მოსწავლეების კვლევითი უნარების განვითარებას და მოტივაციის გაღრმავებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი.

ნანახია 2115-ჯერ